ჰონგ-კონგში ექიმები ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვენ

ჰონგ-კონგში ექიმები გაფიცვით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჩინეთთან საზღვრებს არ ჩაკეტავს. მედიკოსები აცხადებენ, რომ თუ მთავრობამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ისინი გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ.

ჰონგ-კონგის ხელმძღვანელი, ქერი ლამი აცხადებს, რომ მოთხოვნა არარეალისტურია.

„შეუსაბამო და არარეალისტურია შევწყვიტოთ ყველანაირი მოძრაობა ჩინეთთან. ყველას მოვუწოდებთ არ გამოიყენონ ძალადობრივი და კონფრონტაციული მეთოდები“,- აცხადებს ლამი.

პარალელურად, ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციაში დამატებით 1800 სამედიცინო პერსონალი გააგზავნა. ამ დროისთვის უხანში დაახლოებით 4130 ექიმი იმყოფება.

ამასთან, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება ჩინეთს გარეთაც. დღეს ტაილანდმა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14-მდე გაზარდა.

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით ასე გამოიყურება:

ჩინეთი - 4515; ტაილანდი - 14; ჰონგ-კონგი - 8; მაკაო -5, ავსტრალია - 5; სინგაპური - 5; აშშ- 5 (ვაშინგტონი 1, კალიფორნია 2, არიზონა 1, ილინოისი 1); მალაიზია- 4; იაპონია - 4; ტაივანი -4; საფრანგეთი -3; ვიეტნამი -2; კანადა-1; კამბოჯა-1; გერმანია -1; ნეპალი -1; შრილანკა -1.

ამ დროისთვის, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 106-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჰონგ-კონგი ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო