ოთარ კახიძე - ლევან იზორიას განცხადება, თითქოს მისი ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემაზე მოგვიანებით შეიტყო, უსინდისო ტყუილს ჰგავს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ის, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ მისი ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემაზე მოგვიანებით შეიტყო, „უსინდისო ტყუილს ჰგავს“.

მისი თქმით, იზორიას ძმას გარანტს მაღალი უფლებამოსილების პირი მისცემდა, რომელმაც „თანამდებობა ბოროტად გამოიყენა“.

„იზორიას განცხადება, რომ თითქოს მისი ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემაზე მან მოგვიანებით შეიტყო, ძალიან უსინდისო ტყუილს ჰგავს, ვინაიდან, ამ ე.წ. ნარუშილოვკას მის ძმას იზორიას მძღოლი ვერ მისცემდა. ეს გარანტი უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ბოროტად იყენებს ამ თანამდებობას, ასე გამოვიდა, იმიტომ, რომ მისი ძმა არაფერს წარმოადგენდა გარდა იმისა, რომ ნათესაური კავშირი ჰქონდა მინისტრთან. შესაბამისად, ბატონ იზორიას იმის ვაჟკაცობა მაინც უნდა ეყოს, რომ აღიაროს, რომ შეცდომა მოუვიდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო და ასე მოქცევა რომ არ შეიძლება. თუმცა „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისგან ჩვენ ამგვარი მაღალი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, ლევან იზორიას გადადგომით ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები ხომ არ იწყება, კახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, „ვის რა ადგილს მიუჩენს ივანიშვილი“.

„ივანიშვილი ამ თავის მარიონეტებს რა ადგილს მიუჩენს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვყავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბახტაძე, რომელიც არავინ იცის, სად არის. ჩვენი, ქართული საზოგადოების ამოცანა არის, რომ მმართველობის ეს მახინჯი ფორმა, როდესაც ადამიანი ანგარიშვალდებული არ არის, თანამდებობაზე ფორმალურადაა და სინამდვილეში გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ეს არის ქვეყნის უკუსვლის ერთ-ერთი მიზეზი. ეს უნდა დავასრულოთ. წელს, ივანიშვილის რეჟიმს ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოუტანოს პოლიტიკური განაჩენი“,- განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის დაკავშირებული ლევან იზორიას გადადგომა შესაძლო ფინანსური გადაცდომების თაობაზე მის მიმართ დაწყებულ გამოძიებასთან, როგორც კახიძე ამბობს, ეს გამორიცხული არ არის.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასე იყოს. თუმცა იმასაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით კორუფცია არის ქვეყანაში ფესვგადგმული. ივანიშვილმა მოახერხა და ეს დააბრუნა, ის პრობლემა ააღორძინა, რომელიც თითქოს დავიწყებული ჰქონდა ქართულ საზოგადოებას „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების გამო. ჩვენვის ცნობილია, რომ ხელისუფლება და მისი მაღალი ეშელონები კორუფციაში არიან ჩართულები და მე სულაც არ გამოვრიცხავ რომ იზორიაც იყოს ერთ-ერთი მათგანი“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი ძმის ე.წ. ნარუშილოვკის საბუთზე ინფორმაცია კადრების გავრცელებისას გაიგო. ამასთან, იზორიამ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო