უზენაესი სასამართლოს მიერ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, პროკურატურა მართებულად არ მიიჩნევს

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის მიმართ უზენაესი სასმართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომელის მიხედვითაც, ბარბაქაძე მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი, პროკურატურა მართებულად და მტკიცებულებებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე პატივს სცემს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ვერ დავეთანხმებით ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ბრალდების მხარე, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ასევე უზენაეს სასამართლოში ადასტურებდა, რომ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც ერთ, ისე მეორე ეპიზოდზე გუგა ბარბაქაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდების მხარემ დეტალურად, არგუმენტირებულად წარმოადგინა ეს მტკიცებულებები სასამართლო პროცესზე, რომელიც ერთი მხრივ, ორი ინსტანციის სასამართლში გათვალისწინებული და გაზიარებულია, თუმცა, სამწუხაროდ, გაზიარებული არ იქნა დავით სარალიძის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ეს გადაწყვეტილება მართებულად და მტკიცებულებებზე ორიენტირებულად არ მიგვაჩნია“, - განაცხადა ნადირაძემ.

მან ასევე განმარტა, თუ რის საფუძველზე გაფორმდა მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება. როგორც ნადირაძემ აღნიშნა, საპროცესო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა, ორივე მხარე შეჯერდეს კონკრეტულ სასჯელთან დაკავშირებით, სასჯელის საფუძველი კი, ბრალის აღიარება უნდა გახდეს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და მოინანია, რის გამოც ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჯანაშია ორი ინსტანციის სასამართლოში არ ეთანხმებოდა წარდგენილ ბრალდებას, ის მეორე ისტანციის სასამართლოში დამანაშავედ იქნა ცნობილი და კვლავ აგრძელებდა ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების ფარგლებში იმის დადასტურებას, რომ გიორგი ჯანაშიას მიერ ნამდვილად იყო განხორციელებული დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე განმარტებით, მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას