პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა 2006 წელს ე.წ დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახლო მომავალში სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დამატებითი ქმედითი მექანიზმის გამოყენების საკითხს განიხილავს. როგორ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულის შესახებ სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ლინოს-ალექსანდრე სიცილიანომ მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი 2006 წელს ე.წ დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასა და კომპენსაციების გაცემის დაგვიანების შესახებ საკითხი დასვა.

"მინისტრთა კომიტეტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შემოიღოს დამატებითი მექანიზმი სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. რუსეთი, სამწუხაროდ, ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას აგვიანებს. მაგალითად, კვიპროსისა და თურქეთის შემთხვევა. უკვე არსებობს გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც არ არის გადახდილი კომპენსაციის თანხა", - განაცხადა სასამართლოს პრეზიდენტმა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა წლებთან შედარებით, სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სხვა ქვეყნების უზენაეს სასამართლოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ევროპული სასამართლოს ქართველმა მოსამართლემ ლადო ჭანტურიამ, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. ლინოს-ალექსანდრე სიცილიანომ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო დარბაზი დაათვალიერებინა და 5 ქართველი იურისტი წარუდგინა, რომლებიც სასამართლოში არიან დასაქმებულნი და მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სასამართლოში შესული საჩივრების განხილვებისას.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა