გიგი უგულავა - 100/50-ის სისტემაზე "ქართულმა ოცნებამ" პასუხი მიიღო იმავე შეხვედრაზე და ის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ქილიკის საგანი გახდა

100/50-ის სისტემაზე "ქართულმა ოცნებამ" პასუხი მიიღო იმავე შეხვედრაზე. მეტიც, მისი წინადადება არამარტო ჩვენი მხრიდან, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც გახდა ქილიკის საგანი, იმდენად არაადეკვატური წინადადებაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების შეთავაზებას, რომელიც 73 მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად პარლამენტში 50 მაჟორიტარი დეპუტატის შეყვანას გულისხმობს.

"მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რას ნიშნავს "ქართული ოცნების" შემოთავაზება, რომელიც არ არსებობს იმიტომ, რომ ეს შემოთავაზება იქვე იყო უკუგდებული და მათ შორის უკუგდებული იყი თვითონ "ქართული ოცნების" მიერ, იმდენად დაიცინა.

100/50 ნიშნავს იმას, რომ ერთ პარტიას შეუძლია, 30%-დან 35%-მდე მხარდაჭერით

ანუ 10 კაციდან 3 კაცის მხარდაჭერით მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ისმის შეკითხვა - არის თუ არა ეს სამართლიანი ან რამენაირად ახლოს არის თუ არა ჯანსაღ აზრთან ან რამენაირად არის ახლოს საზოგადოების დაკვეთასთან, გადავიდეს სრულად პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე? - რა თქმა უნდა, არა.

ჩვენი ვარაუდით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება „ოდირის“ დასკვნაც. ჩვენ აბსოლუტურად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ამ დასკვნასთან დაკავშირებით, რადგან წინადადებები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ და ექსპერტიზაზე გავგზავნეთ ოდირში, სრულად თანხმობაშია ჩვენს მოქმედ კონსტიტუციასთან," - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, მან აღნიშნა ისიც, რომ როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, დაიწყება პიკეტირებებიც.

"4 თებერვლიდან, როდესაც ოფიციალურად იხსნება საგაზაფხულო სესია, დაიწყება ასევე, პერმანენტული პიკეტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმისათვის, რომ ჩვენმა ძვირფასმა, "ქართული ოცნების" წევრებმა გაიგონ ხალხის ხმა, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს პროპორციულ სისტემას,

ივანიშვილმა უნდა შეასრულოს დანაპირები და "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღასრულოს ივანიშვილის დანაპირები ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის შეუქცევადი და რაც უფრო დროს გაწელავს "ქართული ოცნება" და ივანიშვილი ზამბარასავით, მით უფრო მწარედ დაუბრუნდება ყოველი ასეთი მზაკვრული გადაწყვეტილება," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა