„თავისუფალი საქართველო“ - მიუხედავად ე.წ. „სესხების განულების“ შესახებ ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებისა, იუსტიციის სამინისტრომ მევახშეების მიერ დაზარალებული ოჯახების საპოლიციო გამოსახლებები განაახლა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, მიუხედავად ე.წ. „სესხების განულების“ შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებისა, 2020 წლის დადგომისთანავე, იუსტიციის სამინისტრომ მევახშეების მიერ დაზარალებული ოჯახების საპოლიციო გამოსახლებები განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, გასულ კვირაში „თავისუფალი საქართველოს“ და საზოგადოების ძალისხმევით მოხდა სუხიშვილების 8 სულიანი ოჯახის გამოსახლების შეჩერება.

„თუმცა ამის პარალელურად წულუკიანის უწყებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ახალი გამოსახლებების დანიშვნა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება დანიშნულია 3 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისში (მისამართი: კეკელიძის 1), სადაც მევახშე გეგმავს ხატიაშვილების ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის მისაკუთრებას. ეს საქმე განსაკუთრებით გამორჩეულია იმ გარემოების გამო, რომ ხატიაშვილების მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე პირადად თეა წულუკიანს არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ და ის ამ საქმეს იყენებდა წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების საილუსტრაციოდ.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, შეაჩეროს დანიშნული გამოსახლებები და შეასრულოს მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რათა გამოირიცხოს ადამიანების საცხოვრებლებიდან გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება.

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს, შემოუერთდნენ ხატიაშვილების ოჯახის გულშემატკივრების საპროტესტო აქციას, რათა მოვახერხოთ გამოსახლების შეჩერება,“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია დაანონსებული გამოსახლების პარალელურად აქციასაც გეგმავს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ