აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ასლან ბჟანიას „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც თბილისთან დიალოგზე საუბრობს, განმარტებები მოსთხოვეს

დიალოგი აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა იყოს, მაგრამ, არის თემები, რომლებშიც მონაწილეობა რუსულმა მხარემაც უნდა მიიღოს და მისი ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული, - ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ბჟენიასგან მოითხოვდნენ განმარტებას, რატომ მისცა ქართულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ და რატომ ისაუბრა თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე.

ასლან ბჟანიამ აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მიერ 1999 წელს გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა იმის თაობაზე, რომ ქართველებს მტრად არასდროს თვლიდა და მზადაა ქართულ მხარესთან დიალოგისთვის და როგორც აღნიშნა, „არძინბას ეს სიტყვები ყველა აფხაზი პოლიტიკოსისთვის დავალებადაც კი შეიძლება იყოს მიჩნეული“, ხოლო მათ, ვინც თბილისთან ყოველგვარი დიალოგის წინააღმდეგია, ბჟენია ურჩევს, უკეთ იცოდნენ საკუთარი ქვეყნის გეოგრაფია, ასევე შეახსენებს მათ, რომ საქართველო აფხაზეთის „მეზობელი ქვეყანაა და მდინარე ენგურს გაღმა საქართველოა“.

„მე არავისთან ვაპირებ აფხაზეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვას. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთს საქართველოსთან დღესაც აქვს სხვადასხვა სახის, მათ შორის ეკონომიკური კონტაქტები და ურთიერთობები. აფხაზური მხარე ქართულთან აქტიურად თანამშრომლობს ენგურჰესის გამართულად მუშაობის საკითხებში, ასევე იმაში, რომ აფხაზეთში დამზადებული 10 ათას ტონაზე მეტი თხილი ექსპორტირებულ იქნას საქართველოში.

ბჟანიას მტკიცებით, იმისთვის, რომ ეს საკითხები იქნას მოწესრიგებული და თან ისე, რომ აფხაზურმა სახელმწიფომ ამისგან სარგებელი მიიღოს, აუცილებელია ქართულ მხარესთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა და არა ისე როგორც ახლაა, როცა თხილის ექსპორტით სარგებელს მხოლოდ რამოდენიმე ჩინოვნიკი იღებს.

მისივე მტკიცებით, „საქართველოდან აფხაზეთში ყოველწლიურად მხოლოდ 100 მილიონი რუბლის ბოსტნეული შედის“. გარდა ამისა, როგორც ბჟენიამ აღნიშნა, იმის გამო, რომ გახშირებულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულების რიცხვი, აუცილებელია აფხაზმა სამართალდამცავებმა ითანამშრომლონ თავის ქართველ კოლეგებთან.

ბჟანია ასევე შეეხო „საქართველოში აფხაზეთის მოქალაქეების სამედიცინო მიზნით“ გამგზავრების თემას. მისი თქით, იმის გამო, რომ აფხაზეთში არაა იმ ხარისხის სამეციცინო მომსახურება, როგორც საქართველოში, იგი ვერ საყვედურობს აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოში დადიან.

„მაგრამ, აფხაზური მხარისთვის მიუღებელია ის, რომ საქართველოში ჩასულ პაციენტებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სთხოვენ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, ამ საკითხში ქართული მხარის ამგვარი დამოკიდებულება ხელს არ უწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდენას და თუნდაც ამ თემებზე მხარეებმა ერთმანეთთან უნდა ისაუბრონ და ამისთვის საჭიროა დიალოგის სხვადასხვა ფორმატები.

ბჟანიას აზრით, მის მიერ ჩამოთვლილი საკითხების განხილვა ჟენევის ფორმატში კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ თუნდაც მდინარე ენგურის საზღვართან, თან იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართული არიან ორმხრივ ურთიერთობებში.

გარდა ამისა, აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეეხო აფხაზურ-ქართულ დიალოგში რუსული მხარის მონაწილეობის საკითხსაც.

„რასაც ახლა ვიტყვი, უფრო საქართველოს მოქალაქეების გასაგონად ვამბობ და იმედია, თქვენი საშუალებით ისინი გაიგებენ ჩემს ნათქვამს. რამოდენიმე საუკუნეა რუსეთს აქვს თავისი ინტერესები კავკასიაში. მთელი ამიერკავკასია შედიოდა რუსეთის იმპერიაში. აფხაზურ-ქართულ დიალოგში არის თემები, რომელთა განხილვაშიც რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და მისი ინტერესები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“, - დასძინა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, რუსეთისაგან განსხვავებით ევროპელები კავკასიიდან შორს არიან, ამერიკელები მითუმეტეს კიდევ უფრო შორს და ამ თემებზე იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ „ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუში სრულად არ უთქვამს, მაგრამ ახლა სათქმელს აკონკრეტებს“.

იხილეთ ასლან ბჟანიას მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ 16 იანვარს მიცემული ინტერვიუ.

იხილეთ ვიდეო: ასლან ბჟანიას, თბილისთან დიალოგის თემაზე გაკეთებული განცხადების გამო, განმარტებები მოსთხოვეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა