გიგი უგულავა - გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, სენატიდან მამხილებელ წერილს ვიღებთ, ივანიშვილს „რამსები“ აქვს არეული

სერგეი გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, სენატიდან მამხილებელ წერილს ვიღებთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ „რამსები“ აქვს არეული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. რითაც გამოეხმაურა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომელიც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომ „საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობით და ელჩების გაცვლით“

უგულავას თქმთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია.

„გარკვეულწილად, დღეს, ნიშანდობლივი დღეა. მაშინ, როდესაც სერგეი გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, ამერიკის სენატიდან ისეთ მამხილებელ წერილს ვიღებთ, რომელსაც, უბრალოდ, ვერაფერს დაამატებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ „რამსები“ აქვს არეული და ჩვენი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ ქვეყანას მიაქანებს იმ მიმართულებით, რომელიც ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის შესაძლოა მართლაც კატასტროფით დამთავრდეს - თუ ივანიშვილის ჩამოშორება არ მოხდება ხელისუფლებიდან. პირდაპირ ვიტყვი, სუბიექტი ივანიშვილი პირდაპირ გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისსა და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს