ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს, გამოთქვა თუ არა ქალაქ უხანიდან გამოსვლის სურვილი საქართველოს რომელიმე მოქალაქემ

ეს პერსონალური ინფორმაციაა, არ მაქვს უფლება გითხრათ,- ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ გამოთქვა უხანში მყოფმა საქართველოს რომელიმე მოქალაქემ საქართველოში დაბრუნების სურვილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან მას კონტაქტი აქვს ჩინეთში საქართველოს ელჩთან.

„საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მეც ვარ ჩართული, მაქვს კონტაქტი საქართველოს ელჩთან ჩინეთში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომ ეს ადამიანები ნებაყოფლობით გამოვიყვანოთ. რამდენიმე დიდმა ქვეყანამ განაცხადა თავისი მოქალაქეების გაყვანასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, გაიყვანა ნაწილობრივ მხოლოდ იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა, არა სრულად. ასევე, ემზადება გერმანია, თურქეთი და რამდენიმე დიდი ქვეყანა. მიდის მოლაპარაკებები. ჩინეთის მხარე ითხოვს, რომ ეს ადამიანები გაყვანის შემდეგ 14-დღიან კარანტინში იყვნენ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა