ზაზა ვაშაყმაძემ იტალიის ელჩს უმასპინძლა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ, არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.

სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს ქრისტიანობის შესახებ მოკლე ექსკურსი ჩაუტარა. ასევე, გააცნო ქართული ისლამის უნიკალური მოდელი. ელჩის თქმით, ქართული რელიგიური ტოლერანტობის ნათელი მაგალითი მისთვის თბილისის ისტორიული ცენტრის ხილვა გახდა, როცა ერთ პატარა მონაკვეთზე განთავსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სალოცავი იხილა.

სტუმარი ასევე დაინტერესდა საქართველოში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებით -კონკორდატით, რომელიც იტალიური მოდელის მსგავსია.

ელჩმა აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს კოლეგა ორგანიზაცია იტალიაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც ხელს უწყობს ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის ფენომენის საფრთხის შემცირებას.

ენრიკო ვალვომ მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ინფორმაციის მიწოდებისთვის. მან მოიწონა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აღნიშნა, რომ დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა თავმჯდომარის გამოცდილებას თეოლოგიური საკითხების მიმართ. ელჩმა სურვილი გამოთქვა მომავალში სააგენტოსთან თანამშრომლობის და ასევე იტალიაში კოლეგა ორგანიზაციასთან ურთიერთობების განახლების ხელშეწყობის.

სააგენტოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო