ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის ჩინეთიდან ჩამოსული 4 პირი მკურნალობს

თბილისის ინფექციურ კლინიკაში გრიპის ვირუსით ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მკურნალობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა, მათგან 2 პაციენტთან გრიპი დადასტურდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ და თავს ამ დროისთვის ნორმალურად გრძნობენ, დიდი ალბათობით, „დიაგნოზი მოიხსნება“. მისივე განმარტებით, ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქე, არასრულწლოვანია.

რაც შეეხება დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალექსანდრე გოგინავას თქმით, მათი მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ეტაპზე ტემპერატურა არ აქვთ და ელოდებიან კვლევების პასუხებს. ექიმის თქმით, გრიპის დიაგნოზი სავარაუდოდ, ამ ორ პაციენტსაც მოეხსნება.

ამასთან, ექიმის თქმით, ოთხი პაციენტიდან ერთ-ერთი ქალი ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა. გოგინავას განმარტებით, ქალს ტემპერატურა ნორმაში აქვს და მისი ვირუსი კლინიკურად არ ჰგავს „კორონა ვირუსს“.

„კლინიკურად არ ჰგავს ამ დაავადებას. ველოდებით პასუხს. იმყოფებოდა ტაილანდში და ტაილანდიდან წამოვიდა. მანამდე, ორი კვირის წინ უხანში ყოფილა. მკურნალობს ინფექციურში და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით, ვუჰანიდან ჩამოსული, ქალია მოთავსებული

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა