ვახტანგ გომელაურმა „112“-ის თანამშრომელი სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა.

სალომე ბასილაძე 112-ში მერვე წელია, ცენტრის გახსნის დღიდან, საპატრულო პოლიციის მიმართულებით მუშაობს.

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ამავე დროს, იგი უდიდესი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელო ჩემი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეების დახმარება", - განაცხადა სალომე ბასილაძემ.

დაჯილდოების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრის ხელმძღვანელისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა