თამარ ხულორდავა რევაზ არველაძეს - ბატონო რეზო, მართლაც შიმშილობენ საქართველოში ბავშვები და ეს თქვენთვის უცნაური ამბავი არ უნდა იყოს

ბატონო რეზო, მართლაც შიმშილობენ საქართველოში ბავშვები და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს უცნაური ამბავი, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ხულორდავამ უმრავლესობის დეპუტატ რევაზ არველაძეს მიმართა. მისი თქმით, საქართველოში, სადაც ძალიან რთული ეკონომიკურ - სოციალური ფონია, ბავშვები შიმშილობენ.

„ბავშვები შიმშილობენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში და სიღარიბე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. ასეთ პირობებში სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს პრობლემა არსებობდეს. თუ პრობლემას თვალს არ გაუსწორებ და მის უარყოფაზე გააკეთებ აქცენტებს, მერე ძალიან რთულია მის გამოსწორებაზე სათანადოდ მუშაობა,“ - მიმართა ხულორდავამ რევაზ არველაძეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა კითხვით ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესაც მიმართა. ხულორდავა დაინტერესდა, რამდენად სწორად მიაჩნია მინისტრს, რომ ოთხი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ერთი სამინისტროს ქვეშ არის გაერთიანებული.

„ძალიან რთული თემები გაბარიათ. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ადამიანები და მათი ბედი, ეს არის შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხები. ძალიან რთულია, რომ ამ თემებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა საქართველოში, სადაც ძალიან მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონია, მაჟორული განცხადებები გააკეთოს და წარმატებებზე ისაუბროს. კარგია, თუ წარმატებები გვაქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რა მდგომარეობაში ვართ. სისტემურად რამდენად სწორია, რომ ასეთი რთული თემები, ოთხი უდიდესი საკითხი იყოს ერთი სამინისტროს ქვეშ ? რამდენად ახერხებთ, რომ ყველა თემას დაუთმოთ სათანადო ყურადღება?“ - მიმართა ხულორდავამ ეკატერინე ტიკარაძეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა