მიხეილ ჩხენკელი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა განათლების კომპლექსური რეფორმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.

„შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020-21 სასწავლო წლიდან სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღებს. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც ჩაერთვებიან და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. მინისტრი ასევე მიესალმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების ჩართულობას. ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფოტოგამოფენის საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც ესტონური დიასპორის აფხაზეთის რეგიონში ცხოვრების 130 წლისთავს მიეძღვნება და მათი ისტორია იქნება მოთხრობილი. გამოფენა, რომელიც მაისში გაიმართება, ემსახურება არა მხოლოდ ესტონური დიასპორის, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,-ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს, როგორც საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადების, ასევე, სტუდენტების ახალი გაცვლითი პროგრამები.

ესტონეთის ელჩმა მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 24 თებერვალს ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდება,

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს