მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსს სუსტი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებისთვის გამანადგურებელი შედეგები ექნება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსი, სახელწოდებით COVID-19 მსოფლიოს და კაცობრიობის ნომერ პირველი მტერია და ის მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების მომტანია, ვიდრე ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმა.

მისივე თქმით, „თუ ეს ვირუსი ისეთ ქვეყნებში გავრცელდება, რომელთაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, მას გამანადგურებელი შედეგები ექნება “.

„ჯერჯერობით ამის საშიშრობა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოხდება. ეს შესაძლებელია“,- განაცხადა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით, COVID-19 ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 1 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 000-ს გადააჭარბა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025