აკაკი ბობოხიძე - „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით დასრულებულია - ჩვენ სხვა რეჟიმზე გადავედით

„ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით დასრულებულია. ჩვენ სხვა რეჟიმზე გადავედით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობიხიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს.

აკაკი ბობოხიძის განმარტებით, მოლაპარაკებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და ამაზე შეთანხმებულია არამარტო შიდაპოლიტიკური სპექტრი, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„ქართული ოცნება“ მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის, მას მოლაპარაკება და დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის, მას დიალოგი უნდა მხოლოდ იმისათვის, რომ დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, ამ ფუფუნების საშუალებას „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ვერ მივცემთ. დასრულებულია „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით. ჩვენ სხვა რეჟიმზე გადავედით. გადავედით რეჟიმზე - არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია არამარტო დავამარცხოთ, არამედ, ზოგადად, გავანადგუროთ როგორც ჭირი ქართული სახელმწიფოსთვის. ეს არის პირადად ჩემი დამოკიდებულება მამუკა მდინარაძის შეთავაზების მიმართ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს.

„მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში”,-აღნიშნა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა