დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ფილიპინებთან სამხედრო შეთანხმება არ ადარდებს და მისი გაუქმებით ფული დაიზოგება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას ისახავს მიზნად. ტრამპის თქმით, მას ეს ხელშეკრულება არ აინტერესებს, ხოლო თუ ასე მოხდება, ფულიც დაიზოგება.

„სიმართლე რომ ვთქვა, მე ეს[ხელშეკრულება] დიდად არც მადარდებდა. ჩვენ ფილიპინებს ძალიან დავეხმარეთ. დავეხმარეთ, რომ დაემარცხებინათ „ისლამური სახელმწიფო“. მართლა არ მანაღვლებს თუ ამის გაკეთება სურთ. ფული დაიზოგება. მე ისე არ ვფიქრობ როგორც სხვები“, - განაცხადა ტრამპმა.

განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმაც. მისი თქმით, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

მედიის ცნობით, ფილიპინებში ჩინეთის გავლენები იზრდება მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი დუტერტე მოვიდა. რაც შეეხება ამ უკანასკნელ გადაწყვეტილებას, ის მანილამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშინგტონმა ფილიპინელ სენატორ, რონალდ დელა როსას ვიზა არ მისცა. დელა როსა, ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყანაში ნარკოტიკებთან ბრძოლას უძღვებოდა, რომლის დროსაც საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ათასობით ადამიანი სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ფილიპინებთან სამხედრო შეთანხმება არ ადარდებს და მისი გაუქმებით ფული დაიზოგება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?