პროკურორის ინფორმაციით, გარდა მკვლელობის ბრალდებისა, ბექა კვიციანს ბრალი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ბექა კვიციანის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მას კვიციანი არ შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ღურწკაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბექა კვიციანი არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება, თუმცა, არა იმის გამო, რომ თავს არიდებს, არამედ იმის გამო, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

„მასთან პენიტეცნიურ დაწესებულებაში გუშინ ვიყავი და არ შემხვდა. ბადრაგებს დააბარა, მან იცის ჩემი პოზიცია და გააგრძელოს საქმეო", - განაცხადა ღურწკაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ბექა კვიციანს პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა სურს თუ არა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. ვინაიდან ის არცერთ სხდომას არ დაესწრება, სასამართლო კვიციანს წერილობითი ფორმით გაუგზავნის ნაფიც მსაჯულთა დებულების შინაარსს, რის შემდეგაც მან აღნიშნულთან დაკავშირებით, პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა ბექა კვიციანის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონოსძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა განმარტა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა, ბექა კვიციანს დამატებით სხვა ბრალიც წარედგინა, ჯერძოდ კი, დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

ბიბილაშვილის განცხადებითვე, ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი უაღრესად აგრესიული და დაუნდობელი ხასათი, ასევე ის ფაქტი, რომ ბექა კვიციანი მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

იხილეთ ვიდეო: მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანს დამატებით რამდენიმე მუხლით წარდეგინა ბრალი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო