დიმიტრი ხუნდაძე - სოციალურად დაუცველებს, გადამოწმების დროს, თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სტატუსის გადამოწმების პერიოდში, სოციალური შემწეობა აღარ შეუჩერდებათ.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ინიციატივის გასახორციელებლად 5.4 მილიონი ლარი გამოიყოფა, ცვლილება კი ძალაში აპრილიდან შევა.

„ქვეყანაში სოციალური პროგრამით, 430 000 მოქალაქე, მათ შორის ბავშვი, სარგებლობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება.

მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა.

შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი.

ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?