საქართველოს საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში არასამთავრობო ორგანიზაციის - „Conservative Foreign and Commonwealth Council“ წევრებს უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - „Conservative Foreign and Commonwealth Council“ წევრებს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის მიღება და პრეზენტაცია გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე საქართველოს მიღწევების, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მძიმე მდგომარეობას.

„მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

აღსანიშნავია, რომ „Conservative Foreign and Commonwealth Council“ შეიქმნა 1952 წელს, რომელიც აერთიანებს კონსერვატიული და სხვა პარტიების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა და ლორდთა პალატის წევრებს, ასევე ბიზნესის, აკადემიური და კულტურის წრეების წარმომადგენლებს და წარმოადგენს პლატფორმას საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარებისთვის, ვისთანაც დიდ ბრიტანეთს აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს