საქართველოს ხვალ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყება და 19 თებერვალს დასრულდება. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ,ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი 17 თებერვალს შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან გამართავს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

18 თებერვალს კი მალაიზიელი სტუმარი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში, 18 თებერვალს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება. ის ასევე აუდიენციას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

19 თებერვალს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ასევე სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს