უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საომარი მოქმედებები დაიწყოს

ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლებელია საომარი მოქმედებები დაიწყოს, რადგან მოსკოვი ბელარუსს თავისუფალ ქვეყნად დარჩენის საშუალებას არ მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ მე ბელარუს ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ თუ მათ მოუნდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ისეთივე ომის, ტანჯვის და სირთულეების გადატანა მოუწევთ, როგორიც ჩვენ გავიარეთ. მაშინ მათ არ დამიჯერეს, მაგრამ ალბათ, ახლა ნაკლებად ეპარებათ ეჭვი“,-განაცხადა პრისტაიკომ.

ამასთან, პრისტაიკომ იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

„იმედი მაქვს, რომ მართალი არ აღმოვჩნდები. ბელარუსები მშვიდი და მომთმენი ხალხია. ჩვენც ასეთივე მომთმენი და მშვიდები ვიყავით - ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსები თქვენს მოკვლას არ დაიწყებენ. მერე თქვენც დაიწყებთ მათ მოკვლას, თუნდაც მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერი იყოს. სხვა რაღა დაგრჩენია?“-დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბოლო დაპირისპირება მოსკოვსა და მინსკს შორის რუსული ნავთობის ფასებმა გამოიწვია. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1-ელ იანვარს შეუჩერა, ხოლო 4 იანვარს ნაწილობრივ აღუდგინა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ რუსეთი ენერგორესურსებისა და ეკონომიკურ საკითხებს ზეწოლისთვის იყენებს, რათა აიძულოს მინსკი რუსეთთან ინტეგრაცია მოახდინოს.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ბელარუსს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ აშშ ბელარუსს საჭიროების შემთხვევაში ნავთობით უზრუნვლყოფდა. აღნიშნულმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსი აპირებს სახელმწიფო გერბიც შეცვალოს. ცვლილებების მიხედვით, გერბზე მეტი ევროპა და ნაკლები რუსეთი გამოჩნდება.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო