ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ სინანულის ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

ძალიან სამწუხაროა, რომ სინანულის ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია, მას შემდეგ რაც მერაბიშვილმა დატოვა საპატიმრო, მაშინ როდესაც ის იყო ბრალდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ „ასეთი განცხადებები ახალი არ არის“.

“ძალიან სამწუხაროა, რომ სინანულის ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია, მას შემდეგ რაც მერაბიშვილმა დატოვა საპატიმრო, მაშინ როდესაც ის იყო ბრალდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში. მათ შორის, ისეთ დანაშაულში, რომელსაც ადამიანების სიკვდილი მოყვა. გამოჩნდა,რომ შემთხვევითი არ არის ის, რომ მას ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ასეთ მძიმე დანაშაულებში და გამოჩნდა, რომ ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სულისკვეთება, რომელსაც წარმოადგენს ვანო მერაბიშვილი. რაც შეეხება განცხადებას "დამხობის" თაობაზე, ეს ახალი არ არის. არაერთი განცხადება გაკეთებულა ასეთი პათოსით. თქვენ გახსოვთ, სააკაშვილის განცხადებები, ასევე ნიკა გვარამიასა და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების განცხადებები და ეს იყო მორიგი განცხადება. ისინი მუდმივად იმუქრებიან და ესეც არის იმ სულისკვეთების ნაწილი, რომელსაც განასახიერებს ეს პოლიტიკური ძალა, თუმცა იცით თქვენ, რომ ისინი არაერთხელ ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს გადატრიალებით და დამხობით, მაგრამ ეს პირობა ვერც ერთხელ ვერ შესრულდა და ვერც ვერასდროს შესრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც, მისი თქმით, „აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, „"მატროსოვის" კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს