ვანო მერაბიშვილი - კარგი იქნებოდა, პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიას შეუერთდება, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება და ის ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება.

„მინდა, ჩემი ზოგადი გეგმების შესახებ განცხადება გავაკეთო. გითხარით, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ პარტიაში გავერთიანდები, მაგრამ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვეტილი მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავი, როდესაც ციხეში პატიმრობაში მოვხვდი, მაშინ ორ პარტია -„ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო“ ერთიანი პარტია იყო. პრაქტიკულად, იმ განცდით ვარ დღესაც იმიტომ, რომ ჩემი ბოლო მეხსიერება არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ. ორივე პარტიაში ჩემი მეგობრები არიან.

მჭირდება გარკვეული დრო, რომ ჩამოვყალიბდე, გავერკვე, დავილაპარაკო, რა აქვთ მათ საერთო, განსხვავებული, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ ორივე პარტიას საერთო ძალიან ბევრი აქვთ. მოხარული ვარ, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია და არა მარტო ოპოზიცია, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა, მან თავისი დადებული პირობები არ შეასრულა და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მათი არსებობა პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტიური მონაწილე ვიქნები, მაგრამ ყველაზე მიუკერძოებელი და პირადი ინტერესები არ მექნება“,-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ეთერში, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს