ვანო მერაბიშვილი - ციხიდან ღამით გამიყვანეს, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა - მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, მემხილებინა სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ციხიდან გაყვანისა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს, თუ აღიარებდა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა.

„ღამით გამიყვანეს, ციხის უფროსი შემოვიდა. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, დეტალებს არ მოვყვები. შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა. იმისთვის, რომ საქართველოს დატოვების საშუალება მოეცათ, უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა. მემხილებინა სააკაშვილი, რომ თითქოს მას შვეიცარიის ბანკში მილიონები აქვს. სიმართლე გითხრათ, უფრო კონკრეტულად რას ითხოვდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა.

როცა შემოთავაზების დაწყებისას ტონალობას მივხვდი, ვუთხარი, რომ მათი მხრიდან ეს არასერიოზული იყო. შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, თუ რატომ ჩათვალეს, რომ ჩემთან ამაზე დალაპარაკება შეიძლებოდა, რადგან მე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიყავი. ასე მესმის, რომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის ასეთი რაღაცის შეთავაზება გაუგებარია. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის, ჩემი პიროვნების წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება, ეს ხომ პირად კომპრომისზე წასვლა იყო“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ისიც, რომ თავზე გადააფარეს და საპატიმრო დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს.

„მივხვდი, რაც სჭირდებოდათ. ეს საუბარი რომ გამეგრძელებინა, მეტყოდნენ, უბრალოდ თქვი, რომ ჟვანიას მკვლელობა ცუდად არის გახსნილი, ან რაღაც მსგავსი. ეს რომ მეთქვა, ჩემი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა. სანამ საუბარს დაიწყებდა, ფარხალაძეს ვუთხარი, FBI-ის დასკვნა ხომ არსებობს და წაიკითხეთ. რატომღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს