მიხეილ სააკაშვილი - არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები - ვანო მერაბიშვილი ჩემგან დიდ მადლიერებას იმსახურებს

მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები და ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ისიც უშვებს შეცდომებს ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩართვაში აცხადებს, ვანო მერაბიშვილი მისგან განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, შეუცდომელი არავინ არსებობს.

საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში - ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა შერიგების დროა და არა პარტიებად დაყოფის. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს ტყუილად ეკითხებიან, რომელ პარტიაში ხედავს თავს.

„ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად უსვამენ კითხვებს - ვაიმე, იმ პარტიაში, ამ პარტიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის, არც ვიღაცაზე შურისძიების დროა და არც უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრის კაცს - ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე.

ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი და ყველა სხვა აორთქლდებიან, როგორ შარშანდელი თოვლი და საქართველოში ისევ გათენდება, საქართველო აუცილებლად წავა წინ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს