მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორდან აცნობეს, პროექტს რომლის ბიუჯეტი 13 მლნ ლარამდეა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალამრიდი მილები, გაბიონი, საყრდენი კედელი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები. სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, 21 კმ-იანი გზა, რომელიც აკავშირებს ლისს, მუხათწყაროს, ქვემო წყლულეთსა და ნაფეტვრებს. აქ მუდმივად ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, ბუნებრივია, ეს გზა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვისაც, რომელიც წლების განმავლობაში ამ ტერიტორიას სააგარაკედ იყენებს. კარგი ტემპით მიმდინარეობს სამუშაო და კონტრაქტორთან კომუნიკაციის შედეგად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ პროექტი შეიძლება დროზე ადრე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის უკვე ამ მონაკვეთის სრული ექსპულატაცია მოხერხდეს. გასულ წელს გზების დეპარტამენტმა და თბილისის მერიამ მოახერხეს რესურსის გამოძებნა და თბილისისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი 4.6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისად, ეს 21 კმ-იანი მონაკვეთი შეკრავს ერთიან პროექტს და სრულად მოაწესრიგებს ამ ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისიდან ნაფეტვრებთან მისასვლელი 4.6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. გზის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, განთავდა საგზაო ნიშნები.

პროექტი, რომლის ღირებულებამ 2 490 000 ლარი შეადგინა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?