ინფექციურ საავადმყოფოში ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანი - დედა და შვილები შეიყვანეს, ერთ-ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება. როგორც ცნობილია, სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები - დედა და შვილები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.

„ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი, რომლებიც ირანიდან გამოემგზავრნენ. ასევე, გიდასტურებთ, რომ ირანში, გარკვეულად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო დღეების განმავლობაში, ოფიციალურად უკვე დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ხუთი ფატალური შემთხვევა კორონავირუსული ინფექციით.ეს ხდება ირანის ერთ-ერთ პროვინციაში და ქალაქში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია, ამიტომ ვფიქრობთ, შესაბამისი ზომების გატარებას. სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ, რამეთუ ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ინტენსიური მიმოსვლაა ირანთან და თუ ირანში გაუარესდა ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები, ამიტომ მოხდა მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში ღამის განმავლობაში ტარდება კვლევები და ხვალ დილას ასევე ნაცხი იქნება აღებული კორონავირუსულ ინფექციაზე და გამოკვლევა ჩატარდება „ლუგარშიც“ და ამის შედმეგ გადაწყდება რა ტაქტიკა იქნება მათთვის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ინფექციურ საავადმყოფოში ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანი - დედა და შვილები შეიყვანეს, ერთ-ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება. როგორც ცნობილია, სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები - დედა და შვილები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.

„ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი, რომლებიც ირანიდან გამოემგზავრნენ. ასევე, გიდასტურებთ, რომ ირანში, გარკვეულად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო დღეების განმავლობაში, ოფიციალურად უკვე დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ხუთი ფატალური შემთხვევა კორონავირუსული ინფექციით.ეს ხდება ირანის ერთ-ერთ პროვინციაში და ქალაქში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია, ამიტომ ვფიქრობთ, შესაბამისი ზომების გატარებას. სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ, რამეთუ ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ინტენსიური მიმოსვლაა ირანთან და თუ ირანში გაუარესდა ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები, ამიტომ მოხდა მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში ღამის განმავლობაში ტარდება კვლევები და ხვალ დილას ასევე ნაცხი იქნება აღებული კორონავირუსულ ინფექციაზე და გამოკვლევა ჩატარდება „ლუგარშიც“ და ამის შედმეგ გადაწყდება რა ტაქტიკა იქნება მათთვის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია