უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბეშეტევას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბეშეტევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ზომები უნდა მიიღოს იმ პირების და სახელმწიფოების დასასჯელად, რომლებიც უკანონო აქტივობებს ახორციელებენ.

“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფო, საჯარო, კერძო და მედია ინსტიტუციების წინააღმდეგ. კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. უკრაინა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რუსეთის ქმედებების დაგმობის კუთხით. რუსეთმა კიდევ ერხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებსა და პრინციპებს. უკრაინა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 2015 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ განახორციელა კიბერშეტევა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფასტრუქტურული და სამთავრობო დაწესებულებების წინააღმდეგ. რუსეთი აქტიურად იყენებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აგრესიული ჰიბრიდული ომის საწარმოებლად. განსაკუთრებით ცინიკურია, როცა რუსეთი ცდილობს წინ წამოსწიოს საერთაშორისო ინიციატივები კიბერუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და გამოვლინოს, დასაჯოს ის პირები და სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალურ კიბერსივრცეში უკანონო აქტივობების დაფინანსებაში“, -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა