დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში გადავა

ევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრებ ელბაქიძეების დევნილ ოჯახს ესტუმრა და კომისიის გადაწყვეტილება პირადად გააცნო.

„ადგილზე მოვინახულე რა პირობებში ცხოვრობს ეს ოჯახი და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ოჯახი, მალე, გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში გადავა საცხოვრებლად. ჩვენი მიზანია, რომ ელბაქიძეების მსგავსად, თითოეულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ცხინვალიდან დევნილი ოჯახი 1993 წლიდან, სოფელ მეღვერკისში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უახლოეს დღეებში, მათ გორში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ კორპუსში, ოროთახიანი ბინა გადაეცემათ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს