20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა სამმა პირმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო და საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. შესაბამისად, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მისი განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, ის მტკიცებულებებს უდაოდ არ ხდის.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს