საქალაქო სასამართლოში დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც.

მიხეილ ზაუტაშვილის ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ სასამართლოს პროცესის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა განმარტა, სხდომის დახურვის სურვილი თავად ზაუტაშვილსაც აქვს. როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, პროცესის დახურვა ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სურს და მას შესაძლოა, საფრთხე ნათესავებისგანაც დაემუქროს. ადვოკატის თქმითვე, მიუხედავად ასაკისა, ზაუტაშვილი სკოლის მოსწავლეა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დაცვის მხარეს სხდომის დახურვის მოთხოვნის საფუძვლის განმარტება სთხოვა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, საჯაროობის პრინციპი რომ გადაწონოს, არგუმენტი მყარი უნდა იყოს.

დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების მხარე დაეთანხმა და აღნიშნა, რომ პროცესის დახურვასთან დაკავშირებით მათ საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვთ.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დაცვის მხარის პოზიცია არ დააკმაყოფილა და სხდომა ღია რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა