მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 5 მარტს იმსჯელებენ

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 5 მარტს, 11:00 საათზე იმსჯელებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს მონა უწოდა.

„ეს მიზანმიმართულია. გუშინ ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ საერთოდ პროცესი ჰქონდა. თქვენ არ გსურთ მედიამ ნახოს, რა დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩემი ძმა. თქვენ მსახურობდით საპატრიარქოში და თქვენ ხართ მონა“, - განაცხადა მამალაძემ, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღნიშნული ფაქტი მოსამართლემ შეურაცხყოფად შეაფასა და აღნიშნა, რომ სხდომის საჯაროდ ჩატარების სურვილი ჰქონდა.

„ეს არის შეურაცხყოფა, უპატივცემლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა სხდომა საჯარო ყოფილიყო და ეს შეურაცხყოფა არ მომესმინა. საქმის განხილვა ნაცვლად სასამართლო სხდომის დარბაზისა, ჩატარდება მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა მსხილაძემ.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 5 მარტს საპატიმროში იმსჯელებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს