დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სემეკის ინფორმაციით, ნარმანიამ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგულირების პრინციპები გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა საკანონმდებლო სიახლეებზე, ნორმატიულ აქტებში ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებისა და ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე.

„26-28 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციისა (NARUC) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ევროპისა და ევრაზიის ინიციატივის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების ხელშეწყობის საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს