მურთაზ ზოდელავა ზვიად კუპრავას ცემაზე - ხელისუფლება არაერთხელაა მხილებული, რომ ასეთი თავდასხმებით ცდილობს ოპოზიციის დაშინებას

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ზვიად კუპრავაზე თავდასხმა „მის აქტიურობას უკავშირდება". როგორც "ინტერპრესნიუსს" მურთაზ ზოდელავამ ზვიად კუპრავას გამოკითხვის დაწყებამდე პოლიციის განყოფილებასთან განუცხადა, კუპრავას თავს სპეციალური საშუალებებით დაესხნენ, თავდასხმელებმა კი მობილური ტელეფონი გაიტაცეს.

„ზვიად კუპრავა ძალიან აქტიურია. წარმატებით აპროტესტებს იმ მანკიერებებს, რაც ხელისუფლებას ახასიათებს. განსაკუთრებით, აქტიურია კორუფციული სქემების გამოვლენაში. თუ ვინმეს უფლება ირღვევა, კუპრავა ადგილზეა და იბრძვის უფლებადარღვეული ადამიანისთვის. ეს ყველაფერი ხელისუფლებას აღიზიანებს, არ მოსწონს და ცდილობს, ეს ჩაახშოს. ამას ხელისუფლება ამგვარი თავდასხმით ახორციელებს. ხელისუფლება არაერთხელ არის მხილებული, რომ ასეთი თავდასხმებით ცდილობს ოპოზიციის დაშინებას", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

გლდანი- ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში ზვიად კუპრავას დაკითხვა მიმდინარეობს. კუპრავას თავს გუშინ დაესხნენ.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025