გამყრელიძე უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კონფერენციები და სხდომები ვირტუალურ რეჟიმში ჩაატარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კონფერენციები და სხდომები ვირტუალურ რეჟიმში ჩაატარონ.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული დიდი კონფერენციების, კონგრესების ორგანიზება, სადაც ერთმა ინფიცირებულმა ადამიანმა შესაძლოა, ინფექცია ინტენსიურად გაავრცელოს.

„მოხდა ე.წ. დისტანცირების მეთოდების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ დროებით შეწყდა სწავლა სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ეტაპზე 2 კვირით. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჰიგიენურად კარგად დამუშავდება. იცით, რომ საზოგადოებრივი ადგილების სერიოზული ჰიგიენური დამუშავება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პრევენციას გაუკეთებს ინფექციის შემდგომ გავრცელებას, მაგრამ განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო, გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რაც დღეს ჩინეთს და უკვე რამდენიმე დიდ ქვეყანას აქვს, როდესაც სწავლების და დიდი თავშეყრის, კონფერენციების, სხდომების ორგანიზება გადადის ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმებში. შესაძლებელია, რომ ჩვენც ეს მეთოდები გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, მაღალი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს, ან სკოლებს, სადაც ეს შესაძლებელია, ბავშვებთან კომუნიკაცია გვონდეს ამ პერიოდში ონლაინ რეჟიმში, ანუ ვირტუალურ რეჟიმში. ამავე დროს, მაქსიმალურად ვერიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, არ არის რეკომენდირებული დიდი კონფერენციების, კონგრესების ორგანიზება. გუშინ გაუქმდა ტურიზმის თავშეყრა ბერლინში, მანამდე ჟენევაში დიდი ავტოშოუ. ვეცადოთ, ნაკლებად იყოს ადამიანების თავშეყრა, სადაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრილმა ერთმა ინფიცირებულმა ადამიანმა ინფექცია ინტენსიურად გაავრცელოს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ