ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სომხეთის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ცერემონიაში საპატიო ყარაული მონაწილეობდა. სომხეთის დელეგაციას, გმირთა მოედანზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?