„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთები გამოძიების დაწყების თხოვნით სამართალდამცავ სტრუქტურებს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გადაუგზავნეს.

„როგორც 2019 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მოტყუებით, ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს შვიდი პირი, ხოლო სოფელ შუქრუთში იგივე ქმედების გამო, 2020 წლის 27 თებერვალს კიდევ ორი პირი დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა ჭიათურის სოფელ შუქრუთში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების უბნის „დევიძეების 1“-ის ზედაპირზე, სადაც მანამდე არანაირი კერძო საკუთრება არ ფიქსირდებოდა, მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს და კომპანიას კომპენსაციები მოსთხოვეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“, დანაშაულის შემცველი მონაცემები გამოძიებას ჭიათურის სხვა სოფლების მიწის ნაკვეთებზეც გადაუგზავნა - პერევისაში, დარკვეთსა და სხვა ტერიტორიებზე. რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ერთდროულად ორი უწყება აწარმოებს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მაქსიმალურად ცდილობს, მანგანუმის მოპოვება დაუსახლებელ სალიცენზიო ტერიტორიაზე წარმართოს, რათა მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა, როგორც გამოძიების შედეგად დადასტურდა, პირთა ჯგუფი სამუშაოთა არეალში ზიანს ხელოვნურად ქმნის: სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს გაყალბებით ირეგისტრირებს და შემდეგ კომპენსაციის გამოძალვას იწყებს.

ამ დანაშაულებრივი სქემის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი კითხვაც, ხომ არ უშლის დანაშაულებრივი ჯგუფი შუქრუთის მოსახლეობას და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმებას ზიანის კომპენსირებაზე, რადგან არსებობს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებული სამართლიანი კომპენსირების სქემა, შეთანხმების მიღწევა კი მაინც ვერ ხერხდება და მეორე კვირაა გადაკეტილი რჩება კომპანიის მაღაროები.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს შუქრუთის მოსახლეობას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპანიასთან ინდივიდუალური შეთანხმებები ურთიერთშეჯერებული და სამართლიანი პირობებით გააფორმოს, რომელთაც კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით: 1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას; 2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს; 3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს; 4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით; 5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა