ვლადიმერ იმნაძემ ბელა ზალდასტანიშვილს დედის დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის ფონდის, "მოლოდინის" ხელმძღვანელს, ბელა ზალდასტანიშვილს დედის დღე მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ იმნაძემ, ბელა ზალდასტანიშვილს თაიგული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„ბელა ზალდასტანიშვილის შვილები - 23 წლის ზურა და 25 წლის თემურ ზალდასტანიშვილები და, ასევე, ძმები, ტყუპები - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, რუსი სამხედროების მიერ, თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპნენ.

მათი ნეშტები, აფხაზეთიდან, 2014 წელს ჩამოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს