„ახალგაზრდა ადვოკატები“ – თუ მობილური ოპერატორები ტარიფს ცალმხრივად ისევ შეცვლიან, ჩვენ დავიწყებთ სტრატეგიულ სამართალწარმოებას სასამართლოში

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადაა დაიწყოს სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში და სასამართლომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში უპასუხოს იმ ქაოტურ მდგომარეობას, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა ნების გათვალისწინების გარეშე მომსახურების ტარიფის ცვლილების მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობასთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, კომპანია „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, 2020 წლის 6 აპრილიდან შეცვალოს სატარიფო გეგმა, „მარტივი 25”-ის ნაცვლად, საზოგადოებას შესთავაზოს „მარტივი 30“, წარმოადგენს მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების ცალსახა დარღვევას.

როგორც წინამდებარე მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონების შესაბამისად და არეგულირებს ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურებებისა და დამატებითი მომსახურებების ფარგლებში მხარეთა ურთიერთობებს. ფაქტობრივად, აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ უვადო ხელშეკრულებას. მართალია, კომპანიას ხელშეკრულება ანიჭებს უფლებას და არამართზომიერ უპირატესობას, რომ ცალმხრივად შეცვალოს სატარიფო პოლიტიკა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთა მიმართ გააჩნია არამხოლოდ სატარიფო გეგმის ცვლილების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება, არამედ ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები.

„"ახალგაზრდა ადვოკატების" განმარტებით, კომპანია „მაგთიკომმა“, ისე, რომ არავითარი საჯარო და კერძო განმარტება არ გაკეთებულა, არ დასახელებულა კონკრეტული მიზეზები, მიიღო გადაწყვეტილება შეცვალოს სატარიფო გეგმა. ამასთან, უკვე ხელმისწავდომია „მარტივი 30”-ის პირობებით სარგებლობა, ხოლო 6 აპრილიდან მთლიანად უქმდება „მარტივი 25”-ის მომსახურების პირობები, რაც მხარეთა შორის დადებული სტანდარტული მომსახურების პირობების დარღვევაა და ცალმხრივად აძვირებს მომსახურების ღირებულებას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ლეგიტიმაცია უნდა მისცეს დასახელებული მობილური ოპერატორის გადაწყვეტილების მართლზომიერებასა და საჭიროებას, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომხმარებელთა მიმართ - არაკეთილსინდისიერია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იწყებს საკითხზე აქტიურ მუშაობას და კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საკითხზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმსჯელოს სასამართლომ და შეიქმნას პრეცედენტი, სამართლებრივი დასკვნები, როდესაც მობილურ ოპერატორებს მომსახურების ხელშეკრულებაში შეუძლიათ ცალმხრივად შეცვალონ მომსახურების პირობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს