ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსი იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი - მისი შეჩერება შესაძლებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი, თუმცა მისი გავრცელება უფრო დაბალია.

„რომ შევაჯამოთ, COVID-19 უფრო ნაკლებად ეფექტურად ვრცელდება, ვიდრე გრიპი. ის იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი და ჯერ არ გვაქვს არც რაიმე ვაქცინა და არც თერაპია. მისი შეჩერება შესაძლებელია“,-აცხადებს გაბრეიესუსი.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი - 50 949.

ვირუსის გავრცელების ტემპმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 20 იანვრის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსი იწვევს უფრო მწვავე ავადმყოფობას ვიდრე გრიპი, თუმცა მისი შეჩერება შესაძლებელია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025