მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების სისტემის 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების დეტალები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს: გლობალური განათლების მენეჯერს - ჰარი პატრინოსს, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ლიდერს - ლირე ერსადოს, განათლების პროგრამის ხელმძღვანელს - სორენ ნელემანს, განათლების უფროს სპეციალისტს - ნინო ქუთათელაძეს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნოებს, შეხვედრის მიზანს საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკის 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების დეტალების განხილვა წარმოადგენდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის უპრეცედენტო მხარდაჭერისათვის და ყველა განხორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინისტრის თქმით, 102.7 მილიონიანი ახალი ექვსწლიანი პროექტის მდგრადი განვითარებისათვის საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც დაფინანსებას საქართველოს განათლების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად წარმართავს. ამგვარი გამოწვევები კი არსებობს განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი უშუალოდ სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება და მათთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა, მინისტრმა უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა, კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელს შეეხო, რომლის დახვეწა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროექტის განხორცილების პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს როგორც მთავრობის, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებას ადამიანური კაპიტალის განვითარებით შეუწყობს ხელს.

„აღსანიშნავია, რომ 5 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დონორებთან კოორდინირებული მუშაობისათვის, კონფერენცია გაიმართება, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ მიეძღვნება. აღნიშნული პროგრამა ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება; სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს