მამუკა მდინარაძე - პატიმრობაში მყოფ ადამიანებს ცალ-ცალკე არ მოაფიქრდებოდათ საერთო გზავნილის ჩამოყალიბება , ეს დაორგანიზებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ

ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტების მესიჯი, თორემ, პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, ციხეში ცალ-ცალკე არ მოაფიქრდებოდათ საერთო გზავნილის ჩამოყალიბება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას წერილს.

მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტპატიმრების თემას ვერც ქვეყნის შიგნით "ყიდის" და ვერც მის გარეთ.

"ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტების მესიჯი, რადგან მათ პროპაგანდისტური სვლების მიუხედავად უჭირთ, საზოგადოება ამ ადამიანის პოლიტპატიმრობაში დააჯერონ. თავადაც იციან, რომ მოლაპარაკების პროცესში ე.წ. პოლიტპატიმრობის საკითხის პირობად დაყენება არის შეუსაბამო. აქედან გამომდინარე ეს სვლა გააკეთეს, თორემ, პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, ციხეში ცალ-ცალკე არ მოაფიქრდებოდათ საერთო გზავნილის ჩამოყალიბება. ეს დაორგანიზებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, რომელმაც იცის, რომ ამ ადამიანების "პოლიტპატიმრობას" ვერ ყიდის ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ. მოლაპარაკებების პროცესში ამ საკითხის პირობად შემოტანა მათთვისაა წამგებიანი", - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს