ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში მყოფ პირებს კლინიკაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ შესაბამისი სიმპტომები გამოუვლინდებათ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან და მათ ეპიდემიოლოგები იკვლევენ.

ცერცვაძის თქმით, ჯერჯერობით ისინი საავადმყოფოში არ იმყოფებიან, თუმცა კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად გადმოიყვანენ.

"მეოთხე პაციენტთან ვისაც ჰქონდა კონტაქტი, ისინი საავადმყოფოში ჯერ არ იმყოფებიან იმიტომ, რომ ამ კონტაქტებს იკვლევს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. რამდენადაც ვიცი, მასთან კონტაქტური რამდენიმე კაცი იყო, ისინი იდენტიფიცირებულები არიან და მათ იკვლევენ ეპიდემიოლოგები. თუ რომელიმე მათგანს გამოუვლინდება კლინიკური სიმპტომები ისინი გადმოყვანილები იქნებიან კლინიკაში",-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა კი დღეს, 5 მარტს დადასტურდა. კორონავირუსი 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

ოთხივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიკაში გადის მკურნალობას.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ