სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი - იტალიასთან ფრენების შეჩერების თაობაზე ავიაკომპანიებსა და იტალიის მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან კარანაძის განცხადებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების თაობაზე შესაბამის ავიაკომპანიებსა და იტალიის საავიაციო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ეცნობება.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

„სხდომაზე განხილულ იქნა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები, მიღებულ იქნა რეკომენდაცია და გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი ფრენები იტალიასთან დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ შესაბამის ავიაკომპანიებს და იტალიის საავიაციოო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ეცნობება,“ - განაცხადა კარანაძემ.

შეგახსენებთ, ირანის და ჩინეთის შემდეგ, პირდაპირი ფრენები იტალიასთანაც შეჩერდა. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის კვეთისას, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა ან უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეები ვალდებულები არიან საზღვარზევე წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს