აშშ-ში საკრუიზო გემზე 21 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა

სან-ფრანცისკოს სანაპიროსთან მდგომ საკრუიზო გემ Grand Princess-ზე 21 ადამიანს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

Grand Princess-ზე კორონავირუსზე ანალიზის ასაღები ინვენტარი ვერტმფრენიდან ჩაუშვეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა სინჯი 46 ადამიანს აუღო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ინფორმაციით, 21 პასუხი დადებით აღმოჩნდა, 24 - ნეგატივი, 1 - გაურკვეველი. აღსანიშნავია, რომ 21 დაინფიცირებულიდან 19 ეკიპაჟის წევრია, 2 კი - მგზავრი.

როგორც მაიკ პენსმა განაცხადა, გემი ერთ-ერთ არაკომერციულ პორტში შევა, სადაც მის ბორტზე მყოფი 2 400 მგზავრი და ეკიპაჟის 1 100 წევრი შემოწმებას გაივლის.

პენსის თქმით, ეკიპაჟის წევრები კარანტინში დარჩებიან მიუხედავად იმისა, დადებით პასუხს აჩვენებენ, თუ უარყოფითს. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ბედი ეწევათ მგზავრებს, რომლებსად დაავადების ნიშნები და სიმპტომები არ აქვთ.

შეგახსენებთ, კალიფორნიის სანაპიროებთან საკრუიზო გემი პორტში არ შეუშვეს. გადაწყვეტილება ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ წინა ვოიაჟის დროს, გემზე მყოფი ერთ-ერთი პირი კორონავირუსით დაიღუპა.

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი იმ 2 500 მგზავრთან დაკავშირებას ცდილობენ, რომლებმაც გემი 21 თებერვალს დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა