სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორსა და დამფუძნებელს  საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორსა და დამფუძნებელს, რომლებიც თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებული პირები სასამართლომ თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მას პროკურატურის ცნობით, საფუძვლად მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება დაედო.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გივი ჯიბლაძის და ამავე საზოგადოების დირექტორის თორნიკე ჯანელიძის საქმის განხილვა დასრულდა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე გასამართლდნენ ცალკეულ მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორი და დამფუძნებელი 2018 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი ცალკეულ მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და გივი ჯიბლაძეს 8 წლით, თორნიკე ჯანელიძეს კი, 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2019 წელს, თბილისის მერიასა და „M2”-ს შორის გაფორმებული მეომრანდუმის თანახმად, „M2” მშენებლობების დასრულების მიზნით „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ შეჩერებულ სამ პროექტს გადაიბარებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა