ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში 39 პაციენტი იმყოფება და ​კორონავირუსზე ტესტი დღეს 9 პირს ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება.

მისი ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა 9 პაციენტს ჩაუტარდება.

„დღეს დილის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი და ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა. ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით გეუბნებით, ჩემთან ამ ეტაპზე წევს 12 პაციენტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 13 ადამიანია ინფიცირებული.

იხილეთ ვიდოე: რამდენი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და რამდენ პაციენტს ჩაუტარდება დღეს კვლევა კორონავირუსზე - უახლესი მონაცემები ინფექციურიდან

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ