არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ აქცია სახელწოდებით  - "ამოიღე ხმა! ნუ გახდები ძალადობის თანამონაწილე" გამართეს

რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გამართეს, სახელწოდებით - " ამოიღე ხმა! ნუ გახდები ძალადობის თანამონაწილე".

აქციის ორგანიზატორის თემურ ცათიაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქცია პირველია, როდესაც საქართველოში ფემიციდის წინააღმდეგ აქტივობა მამაკაცებმა დაიწყეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ფემიციდის წინააღმდეგ მამაკაცებმა ხმა აიმაღლონ.

"პირველ რიგში, მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალბატონს მივულოცო საერთაშორისო ქალთა დღე, 8 მარტი. დღევანდელი ჩვენი შეკრების მთავარი თემა არის ის, რომ სიჩუმით არ გავხდეთ მოძალადის თანამონაწილე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ფემიციდის წინააღმდეგ აქციებში აქტივობა მამაკაცემბა აიღეს. ჩვენ ორი დღის განმავლობაში მივმართავდით საქართველოს მოსახლეობას, კერძოდ მამაკაცებს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს მამაკაცები არა მხოლოდ ძალადობენ არამედ მკვლელობით ასრულებენ თავიანთი მეუღლეების სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ჩვენ მამაკაცებმა ხმა უნდა ამოვიღოთ, საჯაროდ და მოვუწოდოთ, რომ თუ არ უნდა ქალს შენთან ცხოვრება გაუშვი! რატომ ძალადობ მასზე? სინდისი ნამუსი სად გაქვს? ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი მოსახლეობის მიმართ", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თემურ ცათიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გამართეს

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება