ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ჭურვები ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით დაუდგენელი სახეობის სამი ჭურვი ისროლა, - ამის შესახებ „როიტერსი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ჭურვები სანაპირო ქალაქ სონდოკიდან გაუშვეს, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან 2 მარტს ორი ახლო რადიუსის რაკეტა გაუშვა. ოფიციალური ინფორმაციით, რაკეტების გაშვება ტრადიციული სამხედრო წვრთნების ფარგლებში განხორციელდა და მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ადევნებდა თვალს.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესტონეთმა და ბელგიამ ხუთშაბათს გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების საკითხი დააყენეს და განაცხადეს, რომ ეს არის „პროვოკაციული ქმედება“, რომელიც გაეროს რეზოლუციებს არღვევს.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს